ჩვენ, ყველას, გვყავს მეგობრები, მეზობლები და ახლობლები, რომლებმაც ყოველთვის ყველაფერი იციან, ისიც იციან, რა ტემპერატურაა დღეს მთვარეზე და გათბობის ქვაბის დაყენებას ვერ შეძლებენ? მაგალითად, მზიას მამიდაშვილი, წლებია ხელოსანია, თუ ხელოსანია, გათბობის ქვაბს ვერ დააყენებს? რომელი და ის, გიასთან კაფელი რომ დააგო და ნინოსთან წყლის მილები გაიყვანა. მერე რა, რომ კაფელი მალე თავიდან გახდა დასაგები, „სამაგიეროდ“, იაფად მუშაობს.
სინამდვილეში, სანამ გათბობის ქვაბის დაყენებას გადაწყვეტთ, ორი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაჭრათ – ქვაბის ხარისხი და პროფესიონალები, რომლებიც მას დაამონტაჟებენ, რადგან არასწორად დამონტაჟებული სისტემა, გარდა იმისა, რომ არაეფექტურია, სახიფათოცაა. ქვაბის ხარისხის შერჩევისას, სხვა დეტალებთან ერთად, ყურადღება მიაქციეთ გარანტიას, ხარისხიან პროდუქციაზე გარანტიის ვადა არავის „ენანება“.
მალე დაზამთრდება და თუ თქვენ უკვე გაქვთ გათბობის სისტემა დაყენებული, სანამ მას სრული დატვირთვით მოუწევს მუშაობა, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ:
თუ თქვენი კომუნალური გადასახადები აჭარბებს ჩვეულ თანხას, ეს უკვე მანიშნებელია იმისა, რომ თქვენი გათბობის სისტემა გამართულად ვერ მუშაობს. მაგალითად, თუ ზამთარში პირველი გადასახადი განსაკუთრებით მაღალია, ეს ნიშნავს რომ სისტემა უკვე არ მუშაობს. სახლში თბილა, კი, მაგრამ უჩვეულოდ მაღალი გადასახადები პირველი ნიშანია იმას, რომ ის ენერგიას კარგავს.
თუ სახლის ყველა ოთახში არ არის ერთნაირი ტემპერატურა, თუ გამამათბობლის ტემპერატურის კორექცია ხშირად გჭირდებათ, ეს შეიძლება ორ რამეს ნიშნავდეს: 1. ქვაბი არასწორად ანაწილებს სითბოს ოთახებში და 2. გათბობის სისტემა თავიდანვე არასწორად იქნა დამონტაჟებული. ორივე ვარიანტში, პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ.
შეამოწმეთ ვიზუალურად, თუ თქვენ შეამჩნიეთ სისველე გამათბობლის გარშემო, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბზარი აქვს დეტალებში. როცა მეტალი ცხელდება, ის ფართოვდება, და თუ თუნდაც მცირე ბზარებია, წყალი იწყებს გამოსვლას. ზამთრის დადგომამდე აუცილებლად დარწმუნდით რომ მოწყობილობა არ ჟონავს.
თუ თქვენი ქვაბი უცნაურ, უჩვეულ ხმებს გამოცემს, ესე იგი ის თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის. დააკვირდით, იმაზე ხშირად ირთვება და ითიშება, ვიდრე წინა წლებში? შეამოწმეთ ქვაბის წვის კამერაში ალი ყვითელია თუ ცისფერი, ციმციმებს, თუ არა? – ყვითელი ან მოციმციმე ალი, შეიძლება იყოს ქვაბის გაუმართაობის ერთ–ერთი ნიშანი. ვერავინ და ვერაფერი მუშაობს უსასრულოდ – თუ თქვენ არ იცით თქვენი ქვაბის ასაკი, სასურველია ეს ზამთრამდე გაარკვიოთ. თუ ის 15 ან მეტი წლისაა, სასურველია, იფიქროთ მის გამოცვლაზე.
გამათბობლის გაუმართაობას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. სიმპტომები შეიძლება იყოს ხშირი თავის ტკივილი, თვალების ან ცხვირის წვა, გულისრევის შეგრძნება, ორიენტაციის დაქვეითება – დაუყოვნებლივ გაანიავეთ სახლი, გააღეთ ფანჯრები და სასწრაფოდ დაუკავშირდით სპეციალისტებს. გათბობის ქვაბის არასწორად დამონტაჟების ან ხანგრძლივი ექსპლუატაციისას, შესაძლოა გაჩნდეს მიკრო ბზარები და ნამწვი აირები აღწევს ოთახში. ეს საშიშია. ასევე, ძველი ან უხარისხოდ დამონტაჟებული გამათბობლები ხშირად ხდებიან სახლში უჟანგბადობის მიზეზი.
და ბოლოს, გახსოვდეთ, ცნობილი იტალიური ბრენდის “არისტონის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში,„ცელსიუსი“ გათბობის დაგეგმვისას ხარჯების სწორად განსასაზღვრად, ფართის წინასწარი კალკულაციას და პროდუქციის ადგილზე მიტანას ყველა მომხმარებელს უფასოდ სთავაზობს.
კომენტარები