თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისი თქმით, მათგან 3 პაციენტის შემთხვევაში დაავადება მკვეთრად უარყოფითი დინამიკით მიმდინარეობს.
„9 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის, 3-ის მდგომარეობა არის მკვეთრად დამძიმებული უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან, სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, 4 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ნაზალურ CPAP ვენტილაციაზე“ , – განაცხადა რატიანმა.
კომენტარები