1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო მიიღო.
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო შაბათ-კვირას კვების ობიექტები და მაღაზიები დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა:
„იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“
კომენტარები