პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე მისულ პოლიტიკოსებს სიტყვით მიმართა:
“ჩვენი სახელმწიფო 30 წლისაა, ზრდასრულია და
დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ ახალ, დამწიფებულ პოლიტიკაზე.
დროა – საზოგადოება არამხოლოდ დაღლილია, გადაღლილია, ყველგან ისმის, რომ ეს მძიმე მდგომარეობა გაუსაძლისია, ამას ემატება, კოვიდი, სოციალური და ეკონომიური პირობები და ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, საით უნდა წავიდეთ, რომ დავმშვიდეთ და მივხედოთ მთავარ საკითხებს – საზოგადოების გაერთიანება, შიდა განვითარება ეკონომიკა… ყველაფერი დაყოფილია, ეკლესიაც დაყოფილია, სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? გვავიწყდება გარე მსოფლიო, შიგნით ვართ მიჯრილნი, შიგნიდან ვუყურებთ და გარეთ როგორ ხდება, რა საფრთხეები, რა შესაძლებლობები, ეს რაღაცნაირად გვავიწყდება.
დროა – ახალგაზრდებისთვის. არ დავხუჭავთ თვალს, ვიცით, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან. არავის უნდა სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავს პერსპექტივას. მე პირადად ვგრძნობ ჩემ პასუხისმგებლობას მათ მიმართ.
დროა ქვეყნისთვის – თუ არ გვინდა დავკარგოთ ყველა ის შანსი, რაც გვაქვს, ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი მნიშვნელობის დაბრუნება, ახალ მსოფლიოში ჩვენი ფუნქციის მოკვლევა – ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრებთ, ცალ-ცალკე ვერსად ვერ წავალთ.
ბოლოს, დრო არის ჩემთვის, სამი წელი გავიდა… ამ სიტუაციების ექსპერტებთან ბევრი ვისაუბრე და სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება განკუთვნილია წარუმატებლობისკენ. საჭიროა, ბოლომდე მიხვიდე, დაინახო უფსკრული რომ მერე მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება. ვალდებულად ვთვლი, ამ პროცესზე ვიყო პასუხიმგებელი, ამის იქეთ არა მაქვს სხვა პოლიტიკური ამბიცია, მაქვს ამბიცია, დაგეხმაროთ თქვენ, დავეხმარო საზოგადოებას. ამ პროცესში ყველას ჩართულობა აუცილებელია. აქ ყველა არ იმყოფება და ეს ჩემთვის გასაგებია, არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს, არ ვთვლი არც შეურაცხყოფად, არც უხერხულობად, იქნება ბევრი სხვა საშუალება.
კომენტარები