რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. მისი ქონება 188,5 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო. ბოლო წლის განმავლობაში მასკის ქონება 160 მილიარდით გაიზარდა.
5 რჩევა ილონ მასკისგან:
- გქონდეთ მიზანი
ნუ იქნება თქვენი მიზანი „მილიონის შოვნა ან „წარმატება X საქმეში“. გქონდეთ შინაარსიანი მიზანი, გაერკვიეთ, როგორ უნდა გააკეთოთ საქმე უკეთესად, გააკეთეთ რაიმე მნიშვნელოვანი. თუ კომპანია ან პროდუქტი ჯერ არ არსებობს, იყავით ინოვატორი.
- კომპანიის არსებობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს ემსახურება.
2. ეძებეთ კრიტიკა
ნუ იქნებით თვითდაჯერებული და ნუ გადაწყვეტთ, რომ თქვენ და თქვენი იდეები უტყუარია. მიიღე რაც შეიძლება მეტი გამოხმაურება იმ ადამიანებისგან, ვისაც ენდობით. დარწმუნდით, რომ მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ხართ, დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად გჯერათ თქვენი იდეალების და არარეალური ოცნებების მსხვერპლი არ ხართ. გადაუხადეთ მადლობა, როცა გაგაკრიტიკებენ.
- კარგად გააზრებული კრიტიკა, ისეთივე ღირებულია, როგორც ოქრო.
3. კონცენტრირდი და ისე იმუშავე
ნუ შეეცდებით მრავალი იმპერიის ან კომპანიის მართვას. გააკეთეთ კონცენტრირება ერთი საქმის კეთებაზე. მეორე მხრივ, თქვენ უნდა მუშაობდეთ უფრო მეტი შემართებით და უფრო დიდხანს, ვიდრე დანარჩენები. ასე ნაკლებ დროში უფრო მეტს გააკეთებთ.
- თუ სხვები კვირაში 40 საათი მუშაობენ, თქვენ იმუშავეთ 100 საათი. 4 თვეში თქვენ მიაღწევთ იმას, რისთვისაც მათ 1 წელი დასჭირდებათ
4. არ შეგეშინდეთ წარუმატებლობის
მარცხი ინოვაციური პროცესის განუყოფელი ნაწილია. დაუმეგობრდი მას. თუ ფიქრობთ, რომ რამე წარუმატებლად დასრულდება, მაგრამ ცდად ღირს, მიჰყევით წინათგრძნობას.
5. იყავი განსხვავებული
ხალხს შეუძლია აირჩიოს იყოს ჩვეულებრივი. აირჩიე პირიქით. იყავი განსხვავებული ყოველთვის ისწრაფე უფრო დიდი მიზნებისა და საქმეებისკენ.
- ვფიქრობ, ხალხს შეუძლია გააკეთოს არჩევანი – იყოს განსხვავებული თუ ჩვეულებრივი. მათ შეუძლიათ არ დაემორჩილონ იმ წესებს, რაც მშობლებმა ასწავლეს. დიახ, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია აირჩიო, იყო განსაკუთრებული.
წყარო – დაიჯესტი
კომენტარები