აშშ-ს უკრაინაზე თავდასხმის გამო უკრაინას ახალ სანქციებს უწესებს. სანქციების შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა:
- შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ივაჭროს დოლარში, ევროში, ფუნტში, იენში
- შეფეხდება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებლის ზრდა
- შეიზღუდება რუსეთის ჩართულობა 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში
- სანქციებს დაუწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკებს, მათ შორის VTB-ს
- სანქციები დაუწესდება კრემლის ელიტას და მათ ოჯახებს
ჟურნალისტებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს აშშ-ს პრეზიდენტს, არის თუ არა არსებული სანქციები საკმარისი, რაზეც მან თქვა, რომ სანქციები, დიდი ალბათობით, სანქციები კიდევ გამკაცრდება. მან თქვა, რომ აშშ-ს სამხედროები განლაგდებიან ნატოს საზღვრებზე, თუმცა, ამ ეტაპზე, არ ჩაერთვებიან ომში.
კომენტარები