დმანისის ყოფილი მერი, გიორგი ტატულაშვილი მასზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს “მთავარ არხთან” და ამბობს:
“თავდასხმას ვუკავშირებ ჩემ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტივობას, 2020-ში, 2021-ში, ეხლაც. 5 გასროლა იყო, მანქანას მოხვდა და არ გაატარა. დმანისში მივდიოდი თბილისიდან, უკან კუდი მყავდა და მივხვდი რაც უნდა მომხდარიყო. ქართული ოცნების ზონდერები უნდა იყვნენ წესით – მენაბდიშვილი და ოკმელაშვილი. ვიდეორეგისტრატორზე ჩანს ყველაფერი. დაფიქსირებულია მანქანა რომ გადაღობეს გადმოვიდნენ…მანქანა არ გამიჩერებია, მერე პოლიციამ გადაუღობა გზა, არ დაემორჩილნენ როგორც მე ვიცი, წავიდნენ გააგრძელეს გზა. ჩემ მანქანას საბურავები აქვს დახვრეტილი და მძღოლის, ჩემ სკამშია გაჩერებული ტყვია. მერე სადამდეც იარა მანქანამ, იარა და მერე გავჩერდი”.
ამჟამად ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მანქანა ექსპერტიზაზე უნდა გადაიყვანონ.
ცნობისთვის, დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი 2020 წელს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, პარტიიდან გარიცხეს.
როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში.
კომენტარები