5 წლის ჯორჯიის შტატის მაცხოვრებელმა ბიჭმა ცეცხლის ალში გახვეულ საძინებელ ოთახში გაიღვიძა, მაგრამ არ დაპანიკდა და მისმა მოქმედებემამ მთლიანი ოჯახი გადაარჩინა.
ნოა ვუდსი მამაც „მეხანძრედ“ დასახელდა და ის სიცოცხლის გადარჩენის გამო ჯილდოსაც მიიღებს.
ნოა ერთ-ერთია 8-სულიანი ოჯახიდან. მას ხანძრის დროს გაეღვიძა. ნოას ოთახში 2 წლის დასთან ერთად ეძინა.
5 წლის პატარა არ დაიბნა, ლოგინიდან გადმოხტა, აიყვანა ხელში მისი ორი წლის და და ერთადერთი გასასვლელიდან, ფანჯრიდან გარეთ გასვლა მოახერხა.
დის უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შემდეგ 5 წლის ნოა სახლში დაბრუნდა, რათა იქიდან ძაღლიც გამოეყვენა. სახლში შებრუნების შემდეგ კი, ოჯახის სხვა წევრებიც გააღვიძა.
ხანძარი სწორედ პატარების ოთახში, გაუმართავი ელექტროსადენების გამო გაჩნდა. როდესახ ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ, სახლის გარეთ მთელი ოჯახი დახვდათ. მედიკოსებმა ოჯახის წევრებს მცირე დაზიანებებზე დახმარება გაუწიეს.
წყარო: „პრაიმტაიმი“
კომენტარები