ჟურნალისტი, ნინო განუგრავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“5 წლის წინ სესხი ავიღეთ.. 200 000 ₾..
მთელი 5 წელია თვეში 1000$-ს ბანკში ვიხდით..
პანდემიის დაწყების წინ ბანკი გაგებით შეხვდა შექმნილ მდგომარეობას და პროცენტი გაგვიჩერა.. სამ თვეში კვლავ გაგვიჩერა.. მესამედ შეჩერების თხოვნის მიზეზი იგივეა.. პანდემია.. დაკეტილი სტუდია და ცენტრები..
ამჯერად უარი ბანკისგან.. ამჯერად ჩვენ შევხვდით გაგებით ბანკის მიზეზს.. ნუ მასაც თავის ლიმიტი აქვს და როდემდე გვიჩეროს პროცენტი.. კაი..მაგრამ ჩვენ ვინ მოგვეკიდება გაგებით? რას ვშვებით ამ დროს?
იმედია მთავრობა და ბანკები რაღაც კონკრეტულზე შეთანხმდებიან.. ღია ცის ქვეშ რომ არ დარჩეს ამდენი ხალხი.. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო..
ჰო.. ხუთი წლის წინ 200 000 ავიღეთ.. გუშინდელი მონაცემებით 220 000-ია.. დოლარი გავარდა.. რას ვიზავთ.. გაგებით უნდა მოვეკიდოთ.. როგორმე..”
კომენტარები