“ენმ”-ის წევრი ბაჩო დოლიძე:
“პირველ რიგში უნდა დავიწყო იმ ძალიან მძიმე შედეგისგან, რომელიც მივიღეთ. სწორედ ის ვაჟბატონი, რომელიც ეთერში გყავდათ, მისი ბინძური პროვოკაციის შედეგად დააკავეს ჩვენი პარტიის ძალიან აქტიური წევრი – თენგო სანაია. 50 პოლიციელი შეუვარდა სახლში და ეს არის ზუსტად შედეგი და ალბათ მიზანიც ეს იყო, რომ მსგავსი ტიპის პროიკაციები მოაწყონ “ნაციონალურ მოძრაობაში”. ზუსტად მსგავსი პროვოკაციის მოსაწყობად მოვიდნენ იმ დღესაც და მეორე დღეს, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყო, ანალოგიური პროვოკაცია ქონდათ ჩაფიქრებული და ამაშინ უკვე დარწმუნებული ვარ.
“ნაციონალური მოძრაობისთვის” წინსვლა იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, არის წარმოუდგენელი ამოცანა. თუ კი ვინმე ვერ ხედავს რასაც აკეთებს პარტია თავისი შესაძლებლობების და არა შესაძლებლობების მიღმა, ეს ძალიან სამწუხაროა. როდესაც საუბარია თუნდაც პეტრე ცისკარიშვილზე, რომელზედაც თითქოს ვსაუბრობთ, რომ მისთვის არ ყოფილა პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილი, ძალიან სამწუხარო მოსასმენია ეს ყველაფერი. მე მესმის და ვიცი ნანუკა ჟორჟოლიანის და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაც, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ პარტია თითქოს უმოქმედოა და არაფერს არ აკეთებს ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხარ ჩახედული საერთოდ პარტიულ ცხოვრებაში.
ეს ბრალდებები ძალიან რთული მოსასმენია, რადგან მთავარი ფოკუსი ყველამ კარგად იცის რა არის. მაშინ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის ტყვეობაში, რა თქმა უნდა, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რიგგარეშე არჩევნებზე, ეს არის გამოსავალი იმ ძალიან მძიმე მდგომარეობის, რომელშიც ქვეყანა არის ჩავარდნილი.”
კომენტარები