34
როგორც "არმენპრესი" იუწყება, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა არცახის სამხედრო ძალების სარდლის მოადგილემ არტურ სარქისიანმა:
”სამწუხაროდ, თავდაცვის არმიის 54 ჯარისკაცმა შესწირა სიცოცხლე სამშობლოს თავდაცვისთვის ბრძოლას.
27 სექტემბრის გამთენიისას, აზერბაიჯანმა დაიწყო აქტიური დაბომბვა, დაბომბა სამოქალაქო დასახლებები, სკოლები. აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად არცახში 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 60-ზე მეტი დაშავდა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა თავს დაესხნენ სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო-სამხედრო ინფრასტრუქტურასაც. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაიღუპა სამოქალაქო პირი და დაიწვა სამოქალაქო ავტობუსი.
კომენტარები