ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან 6 – საკონდიტრო დონას უკავშირდება, 8-ს კი აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
“15 პაციენტი არის დადასტურებულთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალი, 2 შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების და ინფიცირების წყაროს დადგენის თვალსაზრისით” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები