ტვ პირველის ინფორმაციით, ორბელიანების მოედანზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაახლოებით 200-ს მეტრში, იქ სადაც წესით ყველაზე დაცული ტერიტორია უნდა იყოს, თავს ერთდროულად ექვს დაწესებულებას დაესხნენ. ეჭვმიტანილია არასრულწლოვანთა ჯგუფი.
მედია რესტორნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს.
კადრებში ჩანს, როგორ ჩაამტვრიეს თავმდამსხმელებმა კაფე-ბარების ფანჯრები, კარები და დააზიანეს ინვენტარი. მოიპარეს ფული და ტექნიკა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძარცვის სერიების უკან არასრუწლოვნები დგანან.
შსს-ს ცნობით საქმეზე გამოძება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს და ამ წუთებშიც გრძელდება საგამოძებო მოქმედებები.
კომენტარები