მხოლოდ 6 ივლისს, მხოლოდ ერთი დღით, ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი ნაძალადევში ბინის შეძენის მსურველებს დიდ ფასდაკლებას სთავაზობს ახალ საცხოვრებელ კომპლექსში „არქი კიკვიძის ბაღთან C“.
საოცნებო სახლის შეძენის მსურველებისთვის ეს დღე არის შანსი, ბინის მესაკუთრეები გახდნენ ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება. ფასდაკლებასთან ერთად მომხმარებელს ელოდება გადახდის საუკეთესო პირობები: არანაირი პირველადი შენატანი, 12 წლამდე განვადება შემოსავლების დადასტურების გარეშე და მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკი. დიდი ფასდაკლებით ბინის შეძენა შესაძლებელი იქნება 6 ივლისს, 12:00 საათიდან, არქის ფილარმონიის ოფისში.
წლების განმავლობაში დიდი ფასდაკლების დღეზე არქის დიდ ოჯახს ათასობით არქელი შემოუერთდა. მათ შორის რეკორდული იყო ამავე კომპლექსის, არქი კიკვიძის ბაღთან B ბლოკის ფასდაკლების დღე, რომელზეც ერთ დღეში 151 ბინა გაიყიდა და არქელების დიდ ოჯახს 600-ზე მეტი არქელი შემოუერთდა.
გასული 5 დიდი ფასდაკლების დღის სტატისტიკის მიხედვით, წინასწარი გაყიდვებიდან მშენებლობის დასრულებამდე ბინის ღირებულება საშუალოდ 78%-ით იზრდება. საინვესტიციო სარგებლის გარდა, კომპანია არქელებს არქი რენთს და არქი რისეილს სთავაზობს, რომელიც ბინის გაქირავებისა და გაყიდვის სერვისს გულისხმობს.
6 ივლისის დიდი ფასდაკლების დღე მოქმედებს ახალ C ბლოკზე საცხოვრებელ კომპლექსში არქი კიკვიძის ბაღთან, რომელიც ნაძალადევის რაიონში საუკეთესო ადგილას, კიკვიძის 4 ნომერში მდებარეობს. არქი კიკვიძედან მეტროსადგური „გოცირიძე“ 150 მეტრში, 5 წუთის სავალზე კი მეტროსადგური „დიდუბე“ მდებარეობს, თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული სივრცე, კიკვიძის ბაღი კი 2 წუთის ფეხით სავალზეა.
კომპლექსი გამოირჩევა 15 000 კვ.მ. გამწვანებული ეზოთი, სადაც დასასვენებელი სივრცეები, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. არქი კიკვიძის ბაღთან ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა და მაქსიმალურად უზრუნველყოფს მცხოვრებლების კომფორტს. სპეციალური ფასით სარგებლობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ, რისთვისაც საჭიროა დაუკავშირდნენ დეველოპერულ კომპანია არქის.
დეველოპერული კომპანია არქის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა. არქი არქელებისთვის მუდმივად აწყობს სხვადასხვა მასშტაბურ ღონისძიებებსა და გასართობ აქტივობებს, რათა დიდი ოჯახის თითოეულმა წევრმა თავი ბედნიერად იგრძნოს, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და ღირებული ურთიერთობები ჩამოუყალიბდეთ.
კომენტარები