სისხლიანი ანგარიშსწორება ახმეტაში – ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ტვ პირველის ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა გუშინ, 26 აპრილს, 7 საათზე მოხდა.
ადგილობრივები ტვ პირველთან ყვებიან, რომ დაკავებული მამაკაცი კაფე “საძმოში” ადგილობრივ სამართალდამცავებთან და კრიმინალური წარსულის მქონე პირებთან ერთად ქეიფობდა.
რესტორნის დატოვების შემდეგ მათ შელაპარაკება მოუვიდათ ირაკლი ქინქლაძესთან.
მამაკაცმა 6-ჯერ გაისროლა და მამაკაცი ბარძაყის არეში დაჭრა.
შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა ქინქლაძის ორსული მეუღლე.
ტვ პირველი
კომენტარები