შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებებისთვის 6 პუნქტიანი დოკუმენტი წარუდგინა, სადაც ყველა ის საკითხია მოცემული, რომელთა გადაჭრის გარეშეც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა რთულად წარმოსადგენია.
წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან დოკუმენტში? – “პრაიმტაიმის” ინფორმაციით იგი ასე გამოიყურება:
1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა
- საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის
2. კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
- რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად
3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი
4. ძალის გადანაწილება პარლამენტში
- საგამოძიებო კომისია
- პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება
5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის
6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში.
გარდა იმისა, რომ ღიად გვითხრეს, არ გვივარგა საარჩევნო სისტემა, არ გვივარდა სასამართლო სისტემა და ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, არის კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ეს საკითხი, რომ ადრე, თუ გვიან ამოტივტივდებოდა და ერთ-ერთი წამყვანი როლი ექნებოდა, ამაზე “ალია” დიდი ხნის წინ წერდა.
დოკუმენტიდან ჩანს, რომ გარდა არჩევნებისა, სასამართლო რეფორმისა, პატიმრებისა და ასე შემდეგ, არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტია – ძალიას გადანაწილება პარლამენტში! – ამიტომ მოუწოდებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, თავიდან აეცილებია “ოცნებას” ერთპარტიული პარლამენტი და როგორც “ალიას” არაერთი რესპოდენტი ამბობდა, ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებდა. როგორ მოხერხდება ძალის გადანაწილება პარლამენტში ერთპარტიული პარლამენტის პირობებში? რამდენად შეიძლება რამდენიმე კინკილა დეპუტატი გაჭრა და დააწერე – ოპოზიცია? ამ პუნქტის შესრულება წარმოუდგენელია პარლამენტში ოპოზიციის გარეშე.
ასევე ძალიან საინტერესოა პუნქტი – საგამოძიებო კომისია, რომელსაც, როგორც “ალიას” კულუარულად გვიყვებიან, მხარეები ვადამდელი არჩევნების დასანიშნად გამოიყენებენ.
კომენტარები