2021 წლის 1 მარტი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართული ბრიფინგისას:
„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს.”
2021 წლის 1 სექტემბერი:
“ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი.
თუ მათ აინტერესებთ, რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ.”
ამ 6 თვეში, ჩვენ მოვასწარით 19 აპრილის ხელშეკრულების დადება, მისი დახევა, პარლამენტში შესვლა, პარლამენტიდან ისევ გამოსვლის სურვილი, პარლამენტში დარჩენა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარები ამბობენ რომ ქვეყანას მიკროფინანსური დახმარება გაუჩერეს, პრემიერი კი აცხადებს, რომ ეს იყო სესხი და მასზე უარი ვთქვით.
პარალელურად, ლევან მურუსიძე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ლექსად პასუხობს, შემდეგ, მუსიკაც შეიქმნება, ალბათ და ვუმღერებთ.
კომენტარები