პარლამენტმა 3 მოსმენით უკვე დაამტკიცა ცვლილებები სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში – საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევისას პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე პრიმა მუხლით ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით საგანგებო და კარანტინის რეჟიმის დარღვევისათვის.
თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ისჯება 3-ათასლარიანი ჯარიმით (იურიდიულ პირს 15 ათასი ლარი) განმეორების შემთხვევაში პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
კომენტარები