ფოტო – ბათუმელები
ბავშვი, რომელიც ბათუმის ავტობუსში დაშავდა, ამ დრომდე ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ის დღეს ავტობუსის მძღოლმა მოინახულა, სატრანსპორტო გაერთიანების ხელმძღვანელი კი მისი მდგომარეობით არც დაინტერესებულა.
მშობლების თქმით, მუნიციპალურ ავტობუსში რადიატორი გასკდა, მდუღარე წყალი კი ბავშვს კიდურებზე გადაესხა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და დახმარებას ადგილობრივი მთავრობისგან ითხოვს.
“თავად როგორ გამოაძრობდა ბავშვი. ელემენტარული, ბევრი ხალხი იყო, დავსხედით და სხვა არაფერი. უცებ ბავშვმა ტელეფონი დაიკავა და კივილი ატეხა. და ეს ფეხის პრობლემა ვნახეთ მერე”, – ამბობს ბავშვის დედა, ნონა გურგენიძე.
“ქართული ოცნების” წევრი რიჩარდ სირაბიძე კი ამტკიცებს, რომ შემთხვევა ტექნიკური გაუმართაობის გამო არ მომხდარა და ბავშვმა გამათბობელში შემავალი მილი გამოაძრო. მისი თქმით, მკურნალობის თანხა მძღოლმა აანაზღაურა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა.
ცნობისთვის, თავდაპირველად, „ბათუმელებთან“ ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა ლევან ლაზარიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა.
კომენტარები