6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით ნარიმანიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო, დახარალებული ბავშვის ოჯახმა, სასამართლოს შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადა.
ისინი საქმის პროკურორთან და მოსამართლესთან შეხვედრას და მათგან განმარტებების გაკეთებას ითხოვდნენ.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ადვოკატის თქმით, საქმეში ორი არასრულწლოვანის ჩვენება დევს, რაც მოსამართლემ მტკიცებულებად არ მიიჩნია.
დაცვის მხარის თქმით, გასაჩივრებას მას შემდეგ დაგეგმავენ, რაც მხარე დასაბუთებულ განჩინებას ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, ძალადობის ფაქტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა. 58 წლის კაცს მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, პროკურატურამ პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე მისი დაკითხვა ვერ მოახერხა და მამაკაცმა დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა.
საქმის განხილვა ვერც სასამართლომ დაასრულა და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
დაზარალებული გოგონას ოჯახი საქმის ხელოვნურად გააჭიანურებასა და უსამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.
ოჯახი ამ დრომდე სასამართლოს ეზოში რჩება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, სასამართლოში განმარტებები არ გააკეთებულა.
“ალია” – სასამართლოს შეეძლო არასრუწლოვნებთან ფსიქოლოგი დაეშვა, რომელიც გაარკვევდა, ამბობენ თუ არა ბავშვები სიმართლეს და ფსიქოლოგის დასკვნა გამოეყენებინა.
არასრუწლოვნის ჩვენების ჩამორთმევის გამო, საქართველოში 15 წლის ლუკა სირაძემ თავი მოიკლა – ახლა კი, აღმოჩნდა, რომ სასამართლო, როცა დასჭირდება იღებს, არასრულწლოვნის ჩვენებას, როცა უნდა – არა!
კომენტარები