REUTERS-ის ინფორმაციით, აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ, აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინას 60 ათასი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა გადასცეს. მედიის ცნობით, უკრაინამ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისგან ასევე მიიღო 25 000 გადასატანი სარაკეტო-საზენიტო დანადგარი, რამაც კიევს შესაძლებლობა მისცა, მოეგერიებია რუსეთი საჰაერო სივრცეში.
„უკრაინელები ამისთვის ძალიან მადლიერი არიან, უკრაინა კვლავაც საჭიროებს ჯავშანტექნიკითა და საარტილერიო დანადგარებით დახმარებას.“, – განუცხადა გენერალმა მილიმ აშშ-ის სენატის შეიარაღების საქმეთა კომიტეტს.
კომენტარები