დღეს, ე.წ. საკოორდინაციო შტაბის განცხადება, სადაც ეწერა, რომ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რაც პანიკას იწვევს და რომ მოხალისეების ჩასვლა არაპროდუქტიულია, რადგან, თურმე, იქეთ გაუხდათ მოხალისეები დასახმარებელი, გაავრცელა გურიის სამივე მუნიციპალიტეტმა, ოზურგეთმა, ჩოხატაურმა, ლანჩხუთმა.
განცხადებას, სამივე მუნიციპალიტეტის გვერდზე უპასუხეს მოქალაქეებმა.
ჩოხატაურის მუნიპალიტეტს და ჩოხატაურის მერს, დავით შარაშიძეს, ასე პასუხობენ:
უსაფუძვლო პანიკა? რას ლაპარაკობთ?პროგნოზირებადი ნალექი რომ ე.წ მთავრობისთვის რთული გადასალახი არ უნდა იყოს ეგ ახალი ამბავია?პრო გნო ზი რე ბა დი!თვითონ სიტყვა გეუბნებათ.ანუ ამინდის პროგნოზით უნდა გცოდნოდათ, რომ ასეთი ამბავი იქნებოდა.რომელ მძიმე ტექნიკაზეა ლაპარაკი? დაბის ქუჩებიც კი არ არის ბოლომდე გაწმენდილი. ხალხი სახლიდან ვერ გამოდის, გაზი და დენი არ აქვთ, საკვები უთავდებათ, წამლები არ აქვთ.
რომელ პანიკაზე ლაპარაკობთ?სჯობს იმ პანიკის მოგვარებაზე იზრუნოთ, რომელიც თქვენმა არაკომპეტენტურობამ და კორუფციისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა გამოიწვია და არა იმაზე, რომელიც თითქოს თვენი საქმის გამკეთებელი მოსახლეობითაა გამოწვეული.
დღეს გათოვდა ჩოხატაურში თუ 4 დღეა თოვს? აქამდე სად იყავით? ჩემ ბავშვობაში მახსოვს, მთელი ზამთარი შუქის პრობლემა იყო, ახლა გააკეთეს ელექტროგადამცემები, მილიონები დახარჯეს და მაინც შუქის პრობლემაა.60 ლარების საარჩევნოდ დარიგებას, ტექნიკა გეყიდათ.რას ნიშნავს უსაფუძვლო პანიკა, მე-4 დღეა ჩვილი ბავშვი უშუქოდ გვყავს!
იმ “უსაფუძვლო პანიკამ”, რომელსაც თქვენ უწოდებთ, ათასობით ადამიანი გააერთიანა! გადახედეთ ჯგუფებსა და სოციალური მედიის პროფილებზე ინფორმაციას. ძალიან ბევრი ადამიანი მობილიზდა, რომლებიც საკუთარი ძალებით და ხარჯებით ცდილობენ იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც აბსოლუტურად მოწყვეტილნი არიან ყველაფერს და ისიც კი არ იციან, მშვიდობით გაათენებენ ღამეს თუ არა. ადამიანებს სახლები თავზე ენგრევათ, ზოგს სასმელი წყალიც კი არ აქვს, საკვებსა და მედიკამენტებს რომ თავი დავანებოთ. ამიტომაც, სულ მცირე, მისახლეობის სამართლიან პროტესტს და საკუთარი, თუ ოჯახის წევრებზე ნერვიულობას პანიკას ნუ ეძახით!
3 ადამიანი გარდაიცვალა, რას ეძახით უსაფუძვლო პანიკას, ან წინასწარი ზომები მიგეღოთ ან მოგებილიზებინათ შესაბამისი სამსახურები უფრო დროულად, მოხალისეების იმედად რომ დარჩა გურია.
მოხალისეობრივი ინიციატივა რომ არა ალბათ ისევ ბჟოლიეთში ვიქნებოდით ჩავარდნილები, ზვავსაშიშ ადგილას! გზების უმრავლესობა ისე გაწმინდეთ, რომ 15-20 სანტიმეტრიანი ყინულის ფენაზე გვიწევს გადაადგილება. ამოათრიეთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტრაქტორები კარიერებიდან დროულად და გამოიყენეთ მიზნობრივად! პროგნოზირებადი ნალექი მოვიდა და ეხლა არ უნდა გიწევდეთ შეხვედრების გამართვა.
ეგრე არხეინად რომ წარმოგიდგენიათ და ხედავთ რეალობას გარეთ თქვენი ფანჯრებიდან, იმიტომ არაა მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა და რესურსი სტიქიასთან საბრძოლველად. რამდენი დღეა თოვს, ნანუკა ჟორჟოლიანი აორგანიზებს სამუშაოებს ახალგაზრდებთან ერთად, 300კმ-ით შორს. სირცხვილია!
რამდენი ბავშვის და მოხუცის სიცოცხლეა საფრთხეში.არც შუქია, არც გზა, ცის იმედად უნდა ვიყოთ რომ აღარ ითოვოს?!
უსაფძვლო პანიკას რას ეძახით ძაან საინტერესოა? ხალხი გარდაიცვალა, სახლები ჩამოინგრა და ასობით ადამიანი გზასაა მოწყვეტილი. ცოტა ადეკვატურობა და ნამუსი იქონიეთ თუ შეიძლება და აქეთ შეურაცხყოფაზე ნუ გადმოდიხართ და მადლობა გადაუხადეთ იმ მოხალისე ადამიანებს თქვენს საქმეს რომ აკეთებენ და ამდენ ადამიანს დაეხმარნენ
უნდა გამოგათრიოს ეხლა ვინც მაგას წერს სახლების ჩამონგრევის პანიკაში და გირტყან მაგ გურულებმა ბარაბანივით. რამდენი სახლია მიტოვებული და ჩამონგრევის პანიკა არარსებულია ხო?
რაც არ უნდა ვწეროთ აქ პასუხი მაინც ნულია. კონენტარზე პასუხს არ გაგცემენ მაინც
საკოორდინაციო შტაბში ამდენმა არანორმალურმა ერთად თავი როგორ მოიყარეთ?!
არასწორ ინფორმაციას თავად ავრცელებთ.
მაგრები ხართ რა მხოლოდ თქვენთვის მოგყავთ უბნებზე ტრაქტორი და ჩვეულებრი ხალხი სულ არ გაინეტერესებთ სირცხილი თქვენ და ყველა იმ ადამიანს ვინც თქვენ მოგცათ ხმა არაფრის გამკეთებელი თქვენ არ ხართ …
თქვენ ნორმალურები ხართ ? როგორ ბედავთ უსაფუძვლო პანიკა უწოდოთ, ხალხი იხოცება
სამარცხვინო ხალხი ხართ, არც თქვენ აკეთებთ რამეს და სხვასაც აბრალებთ ათასგვარ ბოდვას!
რამდენი და სად არ დავწერე ქვემო ერკეთის გზა გასაწმენდია თქო. ტექნიკა არ გვყავსო, ახლა ვერ მიდის იქამდეო. რუთ იმართლებს თავს ადგილობრივი ხელისუფლება. ახლა შუქიც არაა. მოხუცებს რა ვუყოთ!! ასფალტს რომ წმენდთ.
სახლების ჩამონგრევა უსაფუძვლო პანიკაა? ყოჩაღ!!!…
დაძინების მეშინია ყველა ნახევარ საათში ვამოწმებ თოვლს ამატებს თუ არა
არ ხართ თქვენ ნორმალურები
რამე განსხვავებული მაინც დაგეწერათ გურიის მუნიციპალიტეტებს, ასე, სამივე ერთდროულად რომ “შეშფოთდით” მოხალისეების არაკოორდინირებული მუშაობით.გზა, შუქი, გაზი, საკვები არ აქვს ხალხს, სახლები თავზე ენგრევათ, სხვა კეთილი ხალხი, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით, დახმარებას ცდილობს და ხელს გვიშლიანოოოოო.
როგორ შეიძლება ახლა, ამ სიტუაციაშიც ხალხის წინააღმეგ განცხადებების გასაკეთებლად გეცალოს. საზღვარი აღარ აქვს უკვე რა ამ ყველაფერს.
კომენტარები