ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლნისში, სოფელ ფოლადაურში მცხოვრებ ადალათ ჩობანოვის მანქანას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც მისმა ახლობლებმა “მთავარ არხთან” თქვეს, შეიარაღებულმა პირებმა მანქანის მიმართულებით 60-მდე გასროლა განახორციელეს, ავტომობილს 20-ზე მეტი ტყვია მოხვდა. ცნობილია, რომ მანქანის მფლობელმა შემთხვევის ადგილი უვნებლად დატოვა.
ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და გამოძიება დაიწყო.
კომენტარები