62 წლის ქალბატონი მარნეულიდან მოხსნილია აპარატიდან და იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, დღეს მას გაუკეთდება განმეორებითი ტესტი დატუ მას კორონავირუსზე პასუხი უარყოფითი ექნება, რამდენიმე დღეში გაეწერება სახლში – განაცხადა თსსუ-ის პირველი სამედიცინო საავადმყოფოს დირექტორმა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში 22 მარტს შუა ხნის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
პაციენტი თავდაპირველად, მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში მოათავსეს. სწორედ ამ პაციენტს უკავშირდება, მარნეულის წითელ ზონად გამოცხადება.
კომენტარები