საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა, გაძვირდეს. როგორც ენერგეტიკის ექსპერტები აცხადებენ, ენერგო კომპანიები ცუდ დღეში ჩავარდებიან, თუ დენის ტარიფი, დაახლოებით, 7-8 თეთრით მაინც არ გაიზრდება. კომპანიების გაკოტრებამდე მიყვანა პანდემიის პირობებში მოხდა. როგორც ენერგეტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, ტარიფის ზრდა უფრო მძიმედ კერძო კომპანიების მომსახურებას შეეხება:
“უფრო მძიმედ შეეხება კერძო კომპანიებს ვიდრე მომსახურებას, სამომხმარებლო ტარიფი საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის და კომერციულისთვის იქნება სხვადასხვა. მაგრამ მე საშუალოდ ჩავთვალე, რომ 7-8 თეთრი თუ არ იქნა, ჩვენს ენერგო კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ”, – აცხადებს გია აბაშიძე.
ელექტროენერგიის ახალ ტარიფზე გადაწყვეტილებას საემეკი დეკემბრის ბოლომდე მიიღებს.
კომენტარები