კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1748 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.1762 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1844-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გამყარდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.7787 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.7488-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/498.1900 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 498.4400 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7000 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7000-ის ნიშნულზე იყო.
კომერსანტი
კომენტარები