ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ხელისუფლების ოპონენტები 7 პუნქტიან გეგმას პრემიერ-მინისტრს გადასცემენ.
7 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად :
7 ნაბიჯიანი ნუსხა ასეთია :
-
პირველი – ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში
-
მეორე – საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მეორე და მესამე მოსმენით მიღება.
-
მესამე – შეწყდეს დასავლელ პარტნიორებზე, დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა.
-
მეოთხე- უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული უკრაინაში.
-
მეხუთე – მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას.
-
მეექვსე – ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა.
-
მეშვიდე – მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა-რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება ყველა მხარისთვის.
კომენტარები