“ენმ”-ის წევრი, გიორგი ბარამიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“რას უნდა ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსასვლელად 9 თვის ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის საქმე გამოიყენეს. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამბით რამდენი ხანია სპეკულირებდნენ და დღემდე არ არის ეს დასრულებული, თითს იშვერდნენ ჩვენკენ, ახლო მეგობრებისკენაც… ცილისწამებებით და ტყუილებით მოვიდნენ ეს ხალხი, მეტი არაფერი გაუკეთებიათ… ადამიანი მოკლეს, შემოაკვდათ… ახლა აშავებენ. არა აქვთ შუბლის ძარღვი საერთოდ…
9 თვის ბავშვის მკვლელობას რომ გამოიყენებ… ყველას ვახსენებ ამას, ბავშვი რომ ნახეს ქვევრში, კი არ ამოიყვანეს, კამერა სად არისო, იძახდნენ… თურმე, ჟურნალისტი რომ იყო ნაცემი, მეორე ჟურნალისტმა რომ გადაიღო, ეს ყოფილა ცოდვა… ამ ადამიანებს არაფერი წმინდა არ გააჩნია.
შევხედოთ, ქვეყანა რა დღეშია, ეკონომიკა, ლარის კურსი, კოვიდი, ბოლოს იმით დააგვირგვინეს, რომ ორკები მიუშვეს და ევროკავშირის სიმბოლო დაახევინეს…
როცა საუბრობენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე – უკაცრავად, 7 ნოემბრის შემდეგ და “იმედის” შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან, ყველაზე მაღალი თანამდებობიდან… ყველაზე ძლიერი პრეზიდენტი იყო, რაც კი ჰყოლია ქვეყანას და გადადგა, აიღო პასუხისმგებლობა…”
კომენტარები