მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, სოციალური ქსელებში მასთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება და მილოცვა დაიწყეს.
1. ერთ- ერთი პირველი, ვინც ამერიკის პრეზიდენტთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე გახლდათ.
2. შემდეგი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი იყო, მან ბაიდენს პრეზიდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
3.ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს სურათი თავად არ გამოუქვეყნებია. ეს ფოტო მისმა ძმისშვილმა ფსიქოლოგმა სალომე ფანჯიკიძემ გაავრცელა და ხუმრობით აღნიშნა, ფანჯიკიძეებს ბაიდენებთან ახლო ურთიერთობა გვაქვსო.
4. მოვლენებს არც ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, სოფო ნიჟარაძე ჩამორჩა, მან არა მხოლოდ გამოაქვეყნა ფოტო, არამედ პროფილის სურათადაც დააყენა.
გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ნიჟარაძე საკუთარ სურათს მთავრ ფოტოდ ბადიენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დააბრუნებს.
6. შემდეგ იყო პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძე, რომელმაც ერთ-ერთი გაზეთისთვის გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. შეერთებული შატატების ახალ პრეზიდენტს მანაც წარმატებები უსურვა.
7. ბაიდენთან ერთად გადაღებული ფოტოები აღმოაჩნდა ნათაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დირექტორის მოადგილეს, რომლის სურათიც სოციალურ ქსელში მისმა კოლეგამ გამოაქვეყნა.
წყარო – დაიჯესტი
კომენტარები