თბილისის რეფერალური ჰოსპიტალში ახალშობილი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილის გარდაცვალებაში 24 წლის ქალის ახლობლები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ.
“ალია” დაუკავშირდა რეფერალურ ჰოსპიტალს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ “მშობიარობის პროცესი ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა, უეცრად ნაყოფს განუვითარდა ბრადიკარდია რაც გულის რითმის დაქვეითებას ნიშნავს, სასწრაფო წესით განხორციელდა საკეისრო კვეთა, ზუსტად 7 წუთში ამოყვანილი იქნა ნაყოფი მაგრამ სამწუხაროდ ჩატარებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
ჩვილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს რაც შეეხება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”
“ალია” სურვილის შემთხვევაში გააშუქებს გარდაცვლილი ახალშობილის ოჯახის წევრთა პოზიციასაც.
ასევე, აუცილებლად გავაშუქებთ ექსპერტიზის პასუხსაც!
კომენტარები