გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
“ქოცებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს თქვენი, გადასახადის გადამხდელების ფული, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, სადაც მილიონი სოციალური პრობლემაა – 70 მილიონი გაეშვათ ტაშ-ფანდურში.
ამით ვიღაც ჩინოვნკიკები ფულს მოტეხავენ, ღარიბაშვილი პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერს + დახატავენ რეალობას რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.
შანსონს გვიკეთებენ, ოღონდ ჩვენი საყვარელი არტისტებით დაიწყეს. თავიდან ბევრის დახარჯვა უწევთ.
არავის გამუნათებთ, არავინ გაქოცდებით კონცერტზე წასვლით, მაგრამ იცოდეთ, რომ ღარიბაშვილი გავსებული დარბაზის ფონზე სელფს გადაიღებს და თქვენ იქ ყოფნას თავის პოლიტიკურ აქტივად მიიწერს. რაც სისტემას აწყობს.
თქვენ უნდა გადაწყვიტოთ გინდათ თუ არა ამ ყველაფრის მონაწილეები იყოთ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მსგავს ღონისძიებებზე ფულის ხარჯვა და პარალელურად სისტემის გაძლიერება, როცა სადღაც ვიღაცას ისე უჭირს რომ საერთოდ არ იცის ვინ არის – Imagine Dragons-ი.
კონცერტებში ბიუჯეტის ფულის ხარჯვა არ მოსულა.
…
70 მილიონ ლარად მოგვივიდოდა:
7 ბაირაქტარის დრონი
3 მოიერიშე სუ25
2 გამანადგურებელი მიგ29
6 ჰაიმარსის რაკეტის გამშვები
ყველა ჯარისკაცს ერთჯერადად ჩაერიცხებოდა 2300 ლარი.
მაგრამ ტაშ-ფანდური არჩია ღარიბაშვილმა,
ეს ყოფილა ქვეყნის პრიორიტეტი.”
კომენტარები