ვერა ვონგი მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი დიზაინერია, მისი შეკერილი საქორწინო კაბების ჩაცმაზე, მილიონობით ქალი ოცნებობს. დიზაინერს საქმიანობის გამო უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა ცხოვრების ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ახალგაზრდული იერი იპყრობს.
ვერა ვონგი 27 ივნისს 71 წლის გახდა. თავის ასაკთან შედარებით, ის დაუჯერებლად ახალგაზრდულად გამოიყურება.
ვერა “ინსტაგრამზე” ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რომლებშიც ის თინეიჯერ გოგონას ჰგავს. 71 წლის დიზაინერის სტილიც ახალგაზრდულია – ხშირად იცვამს შორტებს, მოკლე კაბებს, ტოპებს და ელასტიკებს.
ვერას ფანები “ტვიტერსა“ და “ინსტაგრამზე“ ხშირად ეკითხებიან რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნონ ასეთი ფორმა.
“მეც მინდა რომ ასეთი მუცელი მქონდეს, რა არის შენი დღის რუტინა?“ – ეკითხება სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გამომწერი. კითხვას ვერამ ასე უპასუხა: “მუშაობა, ძილი, არყის კოქტეილი და ნაკლები მზე”.
დიზაინერი ხშირად აქვეყნებს “ინსტაგრამზე“ ფოტოებს, საიდანაც მისი ცხოვრების სტილის გარკვევაა შესაძლებელი. ვერას ძალიან უყვარს პიცა და დონატები. ასევე კარტოფილის კერძები, რომელთაც თავად ამზადებს.
2016 წელს InStyle-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვერა ვონგმა თავისი კვების რაციონზე ისაუბრა. მისი თქმით, საუზმისას მიირთმევს ომლეტს, ბეკონს და ვანილის პუდინგს, წიწილას სუპსა და ბოსტნეულს მიირთმევს ლანჩზე, სადილზე კი ჩინური სამზარეულოს სხვადასხვა კერძები აქვს, რომელსაც სახლში ამზადებს.
მართალია ის 1968 წელს ციგურების ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას, მაგრამ როგორც Vogue წერს, დიზაინერს სულაც არ უყვარს ვარჯიში.
საერთოდ არ ვარ ვარჯიშის მოყვარული ადამიანი, მაგრამ გოლფის თამაში მიყვარს.
“ინსტაგრამზე“ ნახავთ ვერა ვონგის ფოტოს, სადაც ის სავარჯიშო დარბაზში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებითაა.
“ეს ფოტო საკუთარ თავთან კონფლიქტს გამოხატავს, პირადი ირონიაა“, – ამბობს ვერა Harper’s Bazaar-თან. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში არ უყვარს, ცდილობს ივარჯიშოს და პირადი მწვრთნელიც ჰყავს.
ამბები.ჯი
კომენტარები