საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“საშინლად გაბრაზებული ვარ ❗️ ეს არის 74 – ე საჯარო სკოლა, რამდენიმე წუთის წინ დავტოვე იქაურობა და სიმართლე გითხრათ ნანახმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა❗️
2019 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო რეაბილიტაცია. სამინისტრომ ამისთვის 300 000 ლარზე მეტი გამოყო. კომპანიამ სახურავი გადახადა და მიატოვა, აი ასე ❗️ ადგა და მიატოვა❗️ მე – 7 თვეა სკოლაში წვიმს❗️უპასუხისმგებლო ნაძირლები ხართ❗️
?სკოლის დარაჯს თითი არ დაადოთ იმიტომ რომ მე შემიშვა შიგნით, თორემ აუცილებლად გაზღვევინებთ❗️კანონის მთელი სიმკაცრით❗️
?განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს მთავრობა – ასე იცის “ოცნების” შემომწირველს (50 000 ლარი) რომ მისცემთ ხელშეკრულებას, რომელიც “ტოტალიზატორჩიკია” და არა მშენებელი!
74 – ე საჯარო სკოლის შემდეგ სხვა სკოლების “სამუშაოების” გადამოწმება დავიწყე – სრული კატასტროფა 178 – ე საჯარო სკოლაში❗️ აქაც წვიმს და ლპება აქაურობა, ვინა ხართ ? საიდან მოხვედით ? განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს მთავრობა – მილიონებს იმაში ხარჯავთ, რომ სკოლები დაალპონ და გააუბედურონ თქვენმა შემომწირველმა კომპანიებმა ?”
ლევან ხაბეიშვილი ფოტოებსაც აქვეყნებს
ეს ფოტოები, როგორც წერს, 74-ე საჯარო სკოლაში გადაიღო:
ეს კი, როგორც ლევანი ამბობს, 178-ე სკოლასთანაა გადაღებული:
კომენტარები