ექსპერტების მოსაზრებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაავადების რიცხვი საკმაოდ მაღალია და დაახლოებით 12,7%-ს შეადგენს, ეს მაშინ, როცა იტალიაშიც კი, სადაც კორონავირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მედიკოსების მხოლოდ 9% დაინფიცირდა.
” ჩვენთან როდესაც რამდენიმე ათეულ მძიმე პაციენტზეა საუბარი და სამასიოდე პაციენტზე მთლიანად 75 სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება არის ძალიან მაღალი.
ეს არის გამოწვეული იმით, რასაც იანვრის ბოლოდან ვიძახით, ეს არის მუდმივი მომზადება ტრენინგი და აღჭურვა პერსონალის. 28 იანვარს შეიქმნა უწყებათშორისი საბჭო, 26 თებერვალს გამოვლინდა პირველი შემთხვევა და ექიმების წვრთნა და ტრენინგი დაიწყო თებერვლის ბოლოს, – არნიშნავს “ახალი საქართველოს” წევრი სერგო ჩიხლაძე.
“ლელოში” მთავარი პრობლემად ერთჯერადი სამედიცინო ინვენტარის მოხმარებას ასახელებენ.
ვახტანგ სურგულაძის განმარტებით, არ შეიძლება ერთი პირბადე და ხელთათმანი მედპერსონალმა მთელი დღე ატაროს.
მისი თქმით, სხვა ქვეყნებში სწორად იყო გათვლილი რისკები და დაცული იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები.
ნიუპოსტი
კომენტარები