76 მომხრე, 10 წინააღმდეგი – ევროსაბჭოს რეგიონულმა კონგრესმა საქართველოს შესახებ ახალი, კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა.
“ქართული ოცნების” პოლიტიკის შესახებ საგანგებო მსჯელობა სტრასბურგში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
დოკუმენტის მიხედვით, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკან დახევის აშკარა ნიშნების და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო.
მეტიც, დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა, დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ.
„კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადახედოს ადამიანურ უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობას და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც გააღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზაციას, პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს შეუქმნის, ხელყოფს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს. ეს ყველაფერი საზიანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქართველოში. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და ხელახლა დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
მწვავე იყო კონგრესმენების გამოსვლებიც:
ძალიან მნიშვნელოვანი დებატები გავმართოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ეს მნიშვნელოვანია რადგან ასე უბრალოდ ვერ ვუყურებთ, ვითარებას, რომელიც უარესდება საქართველოში, რომელსაც აქვს სერიოზული გავლენა ადგილობრივ დემოკრატიაზე, ჩვენ დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, დავაკვირდით არაერთ არჩევნებს საქართველოში, ვიცავდით დემოკრატიის პრინციპებს და ადამიანის უფლებებს, თუმცა დღეს საქართველო ენჯეოებს უცხოელ აგენტებად მიიჩნევს, საქართველოში კრძალავენ LGBTQ საზოგადოების შეკრებებს და რამ გამოიწვია ეს ასეთი შესამჩნევი უკუსვლა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კანონმდებლობით რომელიც დამტკიცდა, ჩვენ დელეგაციას ვთხოვეთ, რომ შეხვედროდნენ ქართველ ლიდერებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მათი მესიჯები იყო საგანგაშო, ვენეციის კომისიამ გამოხატა მათი შეხედულება რომელიც წუხს, რომ საქართველო შორდება დემოკრატიულ სტანდარტებს კონკრეტული აქტების დამტკიცებით”- აცხადებს ევროსაბჭოს რეგიონულმა კონგრესზე ერთ-ერთი გამომსვლელი.
კომენტარები