“ალფა სიხშირე” იაპონურ მედიაზე დაყრდნობით, წერს, რომ ინფორმაციით, იაპონური ავიაბაზებიდან 8 ამერიკული ავიაგამანადგურებელი და 5 საწვავმზიდი აფრინდა.
სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მუქარის ფონზე, სწორედ აღნიშნული გამანადგურებლები უზრუნველყოფენ ნენსი პელოსის ბორტის უსაფრთხოდ დაშვებას ტაიპეის საერთაშორისო აეროპორტში.
შეგახსენებთ, დღეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტია ტაივანში დაგეგმილი.
იგივე გამოცემა ავრცელებს ვიდეოს და წერს, რომ “ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში, ფუჯიანში სამხედრო ეშელონით ტანკების გადასროლა გრძელდება”
ტაივანის დედაქალაქის ტაიბეის საერთაშორისო აეროპორტში ნენსი პელოსის დასახვედრად უკვე ემზადებიან.
კომენტარები