აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
“რამდენიმე მარტივი აქსიომა, რომელთა გააზრებაც ეხმარება მოაზროვნე ადამიანს მშვიდად ცხოვრებაში:
1.ადამიანის ქვეცნობიერი არის პრიმიტიული, რადგან შექმნილია ცხოველის თარგზე და ემსახურება ერთადერთ მიზანს: – გადარჩენას! ნებისმიერი ფასით.
2. ადამიანის ქვეცნობიერი არის უნივერსალურად ბოროტი, რადგან ყველაფერზე წასვლა გადარჩენისათვის ნიშნავს უსაზღვრო ეგოიზმს. ასეთია ცხოველთა სამყარო.
3. ვინაიდან ადამიანის ქვეცნობიერი ბოროტია, შესაბამისად ბოროტი ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია, რადგან ის ემსახურება სიცოცხლის გადარჩენას.
4. სიკეთე ცნობიერის პროდუქტია და ყოველთვის წაგებულია, როცა ადამიანის გონება გადარჩენისათვის ქვეცნობიერს ჩართავს. ცნობიერი ინდივიდუალურია; ქვეცნობიერი კი უნივერსალური.
5. რაც უფრო პრიმიტიულია ადამიანის საცხოვრებელი გარემო, მით უფრო ძლიერია ქვეცნობიერის გავლენა და მით უფრო ბოროტია სოციუმი. შესაბამისად, ადრეული საუკუნეების სოციუმები დღევანდელთან შედარებით ბევრად უფრო ბოროტები იყვნენ და ეს მათი ბრალი არ არის.
6. ტირანების ბოროტება ხორციელდება მათ მიერ კონტროლირებადი სოციუმის არსებობის პირობების გაპრიმიტიულებით, ფიზიკურად, ან პრიმიტიული დოქტრინების საშუალებით. ვინაიდან ეს პროცესი იწვევს ქვეცნობიერის როლის გაზრდას ადამიანთა საარსებო გარემოში, ადამიანები ხდებიან ბოროტები, რადგან უბრალოდ ცდილობენ გადარჩენას.
7. ბიბლიური: – არ დაუყარო ღორებს მარგალიტი – და ქუჩური: -გაფილტრე ბაზარი!- ერთიდაიგივე შინაარსისაა და მოგვიწოდებს გარემოს რეალობის, ანუ კონტექსტის ადექვატურად აღქმაზე.
8. – ნუ განიკითხავ! – ნიშნავს, არ გაარჩიო არავის ქმედება, თუ კონტექსტის სრულად აღქმა არ შეგიძლია. ეს კი იმდენად კომპლექსური პროცესია, რომ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მასში ჩაწვდომა და შესაბამისად, უმრავლესობამ სჯობს საერთოდ მოკეტოს.”
კომენტარები