რუსეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელში გამართული წვეულება ტრაგიკულად დასრულდა მას შემდეგ, რაც მის მონაწილეებს ალკოჰოლი გამოელიათ. 9 ადამიანმა დალია ხელის სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც სპირტს შეიცავს თუმცა აღნიშნული ნივთიერება ფატალური აღმოჩნდა – 8 ადამიანი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
გადაცვლილთა შორისაა, 48 წლის ქალი, რამდენიმე ბავშვის დედა. დაიღუპა მისი მეუღლეც.
წვეულების მეცხე მონაწილე, 32 წლის მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება და ექიმების ვარაუდით, გადაურჩება სიკვდილს, თუმცა იგი დიდი ალბათობით, დაბრმავდება.
ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
კომენტარები