მალხაზ მაჩალიკაშვილი, სოციალურ ქსელში დღეს პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, პრემიერს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე, ერთპიროვნულად შეუძლია დააწესოს შეზღუდვები და წერს:
“ზუსტად ამაზეა ნათქვამი უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო
ეს არის პირდაპირ უხეშად ადამიანის უფლებების განადგურება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის მაქსიმალურად აქციების და პროტესტის გამოთქმის საშუალება ჩაკლან ადამიანებში. იმდენი უსამართლობა ჩაიდინა ამ მახინჯ სისტემამ რომ სხვა გზა აღარ დარჩათ გარდა იმისა დამშეული განადგურებული სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა ჯარიმებით შეაშინონ და ამ გზით შეეცადონ არჩევნების მოგება ამაში ამ ქვეყნის მართლა ეს ორი არსება გამოიყენეს იმნაძე და გამყრელიძე კი გასაგებია ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში არაფერს უბრალოდ შევყურებთ დამფრთხალი ცხვრებივით ამ სასტიკ სიმახინჯეს…
და მინდა დავუმატო ერთიც რატომღაც გაერთიანებული ოპოზიცია ძალიან პასიურობს, მეტის თქმა მინდა მაგრამ თავს შევიკავებ ამჯერად. ნუ გვავიწყდება რომ არიან ადამიანები სამართლიანობის აღსადგენად სიცოცხლის ფასად იბრძვიან ყველა ამ მახინჯ სისტემით დაჩაგრული ადამიანების გამო
და აქვე მინდა გითხრათ, იმ 8 მარტის შეთანხმებში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეც უნდა ყოფილიყო იმის თაობაზე რომ პარლამენტში შექმნილ იყო დროებითი საგამოძიებო კომისია
ეს ისე რომ ვიცოდეთ.”
კომენტარები