მომღერალი, გიორგი შალვაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყურადღება
ხვალ 8 მარტს, უნდა მემღერა ერთერთ რესტორანში, დამირეკეს, შემითანხმდნენ ჰონორარზე, პროგრამაზე, გაიყიდა მაგიდები.
აი დღეს კი მირეკავენ და რეგულაციებმა აუკრძალეს მომღერალი რესტორნებსო და დიდი ბოდიში მომიხადეს, ჯერ ჯერობით სიმღერა იკრძალებაო ….
მოკლედ: (ყველა დაიფაროს ღმერთმა) მაგრამ თუ სადმე გეგულებათ მკვდარი, არ გამომაპაროთ
მინდა გაცნობოთ რომ ახალ პროფესიას დავეუფლე, სიმღერა არაო და დავდივარ მომტირლად, ფასი შეთანხმებით
უფალს ებარებოდეთ
PS : მომტირალის სერთიფიკატებს გავცემ კოლეგებო, შეგიძლიათ შემეხმიანოთ www.xocvajletva.ge“
კომენტარები