რუსთავი 2 ის ცნობით, მათ ხელთ აქვთ მთავარი არხის ერთ-ერთი დირექტორის, გიორგი ქურდაძის წერილები, რომლებშიც საუბარია უკანონო ოპერაციებზე, საეჭვო ტრანზაქციებზე პირად ანგარიშებზე და გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულზე, მათ შორის 8 მილიონ 500 ათასი დოლარზე “ქეშად”, საიდანაც 2 მილიონი სხვადასხვა ვალუტით უცხოეთშია გადარიცხული. მათი ცნობით, დირექტორის საჩივარი, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროს ეხება ეროვნული ბანკისა და “თიბისი ბანკის” ხელმძღვანელობის სახელზეა დაწერილი.
მედიის ინფორმაციით, 2019 -2024 წლები გიორგი ქურდაძე იმ სქემას აღწერს, რომლითაც ტელევიზიაში მილიონები სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს და რის გამო ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტო და თავად “მთავარი არხი”.
წერილებში ფიგურირებს გვარები: კობა ნაყოფია, ირაკლი ნიჟარაძე და თეა გვარამია. ერთი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატია – ნაღდი ფულით მილიონების შემომტანი, მეორე “მთავარი არხის” ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მესამე კი, ამავე არხის ექსკლუზიური პარტნიორი სარეკლამო სააგენტოს “ნიუ სეილსის”დირექტორი.
რუსთავი 2-ის ცნობით, ჩამოთვლილია უკანონო ოპერაციებში მონაწილე კომპანიების დირექტორებიც, მათ შორის არის ნიკა გვარამია.
გიორგი ქურდაძე ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელია. არხის დირექტორი წერს, რომ საეჭვო გადარიცხვები დღესაც გრძელდება.
ასევე, მედიის ცნობით, ქურდაძე წერს, რომ როცა სცადა გვარამიასა და ნაყოფიასთან საუბარი, შემოუთვალეს მუქარა და უთხრეს რომ ამ ოპერაციების ინსტრუქტაჟი არის საქართველოში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ადამიანის კონტროლისა და მფარველობის ქვეშ და მაინც არაფერი შეიცვლება.
კომენტარები