თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატა.
მისი თქმით, დღეს ხუთი ინფიცირებული პაციენტის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს.
„პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ ორი პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ, სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს და ახლა, დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები“,-განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, „საოცარი სანახავი იყო, ის, როცა რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტის პასუხები მიიღეს.“
კითხვაზე, ანუ, უკვე გვყავს ოთხი გამოჯანმრთელებული ადამიანი საქართველოში, მარინა ენდელაძემ უპასუხა, რომ „არამარტო ოთხი“.
„მე ვერ გეტყვით ახლა, რომ ხვალ სხვებსაც გავწერთ, შეიძლება, რაღაც-რაღაცები კიდევ გასაკეთებელი გვაქვს, მაგრამ რამდენიმე ხვალაც გაეწერება, დღეს მივიღეთ ხუთი უარყოფითი პასუხი, 3-ს დაემატა 5, უკვე 8 არიან და ნელ-ნელა წამოვლენ გამოჯანმრთელებულები“,-განაცხადა ენდელაძემ „ფორმულას“ ეთერში.
ipn.ge
კომენტარები