მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი:
“ევროპის წამლების სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პორტუგალიამ, იტალიამ, საფრანგეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, ესპანეთმა, კვიპროსმა მიიღეს გადაწყვეტლება ხვალ დილიდანვე განაახლონ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია.
ისლანდია და ირლანდია მიიღებენ გადაწყვეტილებას ხვალ დღის ბოლოს.
ნიდერლანდები განაახლებენ ორშაბათიდან.
შვედეთმა და ნორვეგიამ განაცხადეს რომ მათ სჭირდებათ კიდევ რამდენიმე დღე რათა მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
შვედეთმა ერთი საათის წინ განაცხადა რომ მათ აქვთ გარდაცვალების ერთი შემთხვევა, იგივე სიმპტომებით რაც დანიის და ნორვეგიის შემთხვევებში, ჯანმრთელ მანდილოსანში, ასტრაზენეკათი აცრიდან ერთი კვირის თავზე. ამიტომ სჭირდება მეტი დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.”
კომენტარები