ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადება:
„გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში გახლდათ 1137 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახლავთ 1145. გამოჯანმთელებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა, გვყავდა 922 და დღეს არსებული მაჩვენებლებით არის 927. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდ ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს.
ახალი შემთხვევებიდან ერთის წყაროს წარმოადგენს ლილოს ბაზრობა. კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, ასევე ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი. 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 2 გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი არის სამედიცინო პერსონალი.
ახლა რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენთან სიტუაცია არ შეცვლილა. გვყავდა 41 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ არავინ გამოჯამრთელებულა და არც ახალი პაციენტი შემოსულა, კვლავ 41 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესდა და დღეს ისინი განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამ 41 პაციენტიდან დიდი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე ნაწილის კი, მათზე მსუბუქი“
კომენტარები