მოძრაობა “სამოქალაქო ერთობა” დღეს, 18 საათზე, შსს-ს შენობასთან აქციას მართავს, ისინი აქვეყნებენ ფოტოს და ტექსტს:
“ყველას კარგად მოგვეხსენება რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება კრიმინალთან თანშრომლობით გამოირჩევა.
გვინახავს კრიმინალური ავტორიტეტების მიერ “დალაგებული” არჩევნები, რვა სული ქურდი და ა.შ.
“ქართულ, ჯიგრულ პონტში” გამოძიებულ საქმეებს კი ბოლო აღარ უჩანს.
დაუსჯელობის სინდრომმა მოგვიტანა გაზრდილი კრიმინალი, რომელიც გომელაურის შეფასებით “ჩვეულებრივი ამბავია”.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “სამოქალაქო ერთობა” გააზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით პარასკევს 18:00სთ-ზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავს.
გელოდებით ყველას, ვისთვისაც სახელმწიფოებრიობა მნიშვნელოვანია!”

კომენტარები