ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“იცით ეს ყველაფერი რისი ბრალია? არ დავწერ გვარებს, არ არის საჭირო – თვითონ ოცნებაშიც კი რომ ასეთი მიდგომა გქონდათ, არ გინდათ, არ იყოთ ძალიან რადიკალები, ნუ მოვექცევით ისე როგორებიც თვითონ იყვნენო. ახლა ხომ საკუთარ თავზე ცდით ამ სიბინძურეებს? არ ჩანდით ზოგიერთნი, ისხედით რბილად, თბილად და მაქიდან უყურებდით ამ ყველაფერს და ჩვენ, ხო – ჩვენ, რიგითი ადამიანები, ვინც წინა პლანზე ვიყავით ბრძოლაში და ბულინგში, ჩვენ ვრჩებოდით ყოევლთვის გამწარებულები და გულნატკენნი.
მთელი 8 წლის მანძილზე ,,ლაიქიც” კი რომ არ დაგიწერიათ არსად, ბიძინასი და სხვა მისი გუნდის წევრების დაცვაზე ხომ საერთოდ არ არის საუბარი და მაინც მოგდგნენ, მოგიგონეს, ცილი დაგწამეს, ახლა გეტკინა ხო?
რამდენჯერ გაგვიმეორებია – არა, არ იცნობთ თქვენ ამ ბოროტებას, არ არის საჭირო ამათ თავზე ხელი გადავუსვათ, ესენი არ შეიცვლებიან, ესენი იყვნენ სადისტები და ახლა არიან – მაზოხისტები, ოღონდ ამ მაზოხიზმით ისევ ჩვენ ვმწარდებით და თვითონ საზრდოობენ!!!
ხო მართლა, ეს წინასაარჩევნოდ და სიების შედგენის დროს თქვენი წკმუტუნი ძაან სასაცილოდ ჟღერს, ეს ისე, რომ იცოდეთ.
პს: 8 წელია ყველაფერს ვამჩნევთ, მაგრამ არ ვიმჩნევთ – ჯერ!!!
გახარიას წერტილი”
კომენტარები