თამარ ბაჩალიაშვილისადმი მიძღვნილ სტატუსზე დააკომენტარა ემზარ სუყაშვილი მა:
თამუნა ბაჩალიაშვილის მშობლები წარმოშობით ჰერეთიდან არიან. ისინი იმ იმედით გადავიდნენ თბილისში საცხოვრებლად, რომ, მის შვილებს სათანადო განათლება მიეღოთ, რომ, საქართველოს ხელისუფლება დააფასებდა ჰერეთის, ისედაც, უყურადღებოდ მიტოვებულ ქართველებს.
მეგონა რომ, ჩვენს შვილებს, თბილისი ჩაიხუტებდა, ასწავლიდა, დაასაქმებდა, თვისტომად ჩათვლიდა, მაგრამ,მწარედ ვცდებოდი თურმე.
8 წელია, ქოცების ხელისუფლება, ჰერეთის ქართველებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებად თვლის და ყოველგვარ დახმარებაზე უარს ეუბნება. რუსი, თურქი, სპარსელი და ჰერეთის ქართველები საქართველოს კანონმდებლობით ერთნი ხართო. უარი გვითხრეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვაზე. კახიდან ჩასულ ავადმყოფებს უკან აბრუნებენ ან როგორც უცხოელს დიდ ფულს სთხოვენ სამკურნალოდ. რამდენი მინახავს ოპერაციებზე მისულ ავადმყოფებს,ისედაც გაჭირვებულებს, ექცევიან როგორც უცხოელს და დიდ ფულს სთხოვენ ოპერაციისთვის. მოქალაქეობას ან მუდმივ ბინადრობას არ ანიჭებენ, საჯარო სამსახურში არ იღებენ.
ჰერეთის ქართულ სკოლებს 8 წლის განმავლობაში არცერთი წიგნი არ მიუღიათ. არც ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოსულან ჰერეთში. არცერთხელ დაინტერესებულან ჰერეთის ქართველებით, თუ როგორ ცხოვრობენ, როგორ ინარჩუნებენ ქართველობას, ქართულ კულტურას, ენას, სარწმუნოებას.
ესაა ქართველობა? ესაა მოყვასის სიყვარული და თანადგომა? ესაა მამულიშვილობა? მხოლოდ სადღეგრძელოებში ვარ მაგარი.
ქართული ოცნება,რომელიც საკუთარ მოსახლეობას ძარცვავს და სიღარიბეში ამყოფებს, ის თავის თანამემამულეებს დაეხმარება უცხოეთში? არა, რათქმაუნდა. თამუნა ბაჩალიაშვილი ჰერეთის შვილი იყო და როგორც ტრაგიკულად დამთავრდა მისი ცხოვრება, ასეთ ცხოვრებასაც ივლის თითოეული ჰერეთის მკვიდრი ქართველებიც”

კომენტარები