ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“რუსთავის 2 ის სიუჟეტს ვუყურე, სადაც საუბარია იმაზე, რომ ერთ – ერთ სოფელში (როგორც მახსოვს სოფელი ნორიო) არასოდეს ჰქონიათ წყალი, ოთხ დღეში ერთხელ მოდისო და ისიც წვეთ-წვეთო.
ადგილობრივ ხელისუფლებას უთქვამს, რომ 2021 ში იქნება წყალიო.
ზუსტად არ ვიცი რა და როგორ ხდება შიგნით, მაგრამ თუ კი სადმე ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის და ა.შ გეგმა დამიწერია, წყალი ყოველთვის იყო პრიორიტეტი.
8 წელიწადში, რომ სოფელს წყალს ვერ გაუყვან, მარტივი კითხვა მაქვს: კი მაგრამ, აბა რას უკეთებდა გამგეობა მთელი ეს წლები? წყალზე მეტი პირველადი მოხმარების, რაიმე არსებობს? არ ვიცი რა, სპეციალურად იქცევით ასე თუ რა გჭირთ?
21 – ე საუკუნეში, თან საქართველოში, ქვეყაანაში, სადაც 30 სანტიმეტრზე უკვე წყალია რომ გათხრი, როგორ შეიძლება სოფელი არსებობდეს წყლის გარეშე?
ეგ კი არა, ფოთში ახლა გაიყვანეს წყალი, ქალაქში, რომელიც წყალს მიაქვს.
პრიორიტეტების დასახვა და საზოგადოების მოთხოვნების სწორი ფორმით დაკმაყოფილება ისწავლეთ სოფლის გამგებლებმა, რწმუნებულებმა და მერებმა, მხოლოდ იმაზე ნუ ფიქრობთ სადმე, რამე მივაფუჩეჩოთო.
არა რა, როგორ გძინავთ ღამე, როდესაც იცი რომ შეგიძლია სოფელს გაუკეთო წყალი და ეუბნები ერთ წელიწადში იქნებაო. ყველგან კი არ შედის მინისტრი ან / და პრემიერი? ადგილზე, ადგილობრივებმა უნდა დაალაგოთ სიტუაციები.”
კომენტარები