მსახიობი, გიორგი სავანელი:
“ვითომ ქართველების, კრემლისტანელების და მსგავსთათვის არ ვწერ.
თქვენ მოგმართავთ ადამიანებო, ძვირფასებო და ნამდვილებო!
არა ერთგზის გაჟღერდა ეს თხოვნა და ერთ პატარა ამბავთან ერთად მინდა მეც გთხოვოთ, როგორც ჩემებს, საიმედოებს!
მცირე პრეისტორია: დიდი ხანია, ვცდილობ რუსული წარმოების პროდუქტს ვერიდო, მით უფრო როცა ალტერნატივა არსებობს, ამისათვის შეფუთვაზე მწარმოებელ ქვეყანას ვნახულობდი თუ დასახელება თავად არ ამხელდა და ,,ჩრდილოელი ღორის” ნაწარმი თუ იყო ვაბრუნებდი დახლზე. ეს ჩემი, ერთი ადამიანის მოქალაქეობრივ პოზიციად მიმაჩნია.
————-
მთავარი: დღეს რუსულის არ ყიდვა სამოქალაქო ჟესტთან ერთად სტრატეგიულ მნშვნელობასაც ატარებს, ამიტომ კარგად დავიმახსოვრე რუსული წარმოების კოდების პირველი სამი ციფრი, ესენია 460 – 461-462-463-464-465-466-467-468-469 და უფრო მარტივიცაა კოდზე დახედვით დაადგინო, მტრის ნაწსრმია თუ არა, წარწერებში რომ არ იქექო.
რუსულ დენზე და ფქვილზე სახელმწიფო თუ ვერ ამბობს უარს, როგორც ამბობენ ობიექტური მიზეზების გამო (რამდენად ობიექტურია ეს მიზეზები ცალკე თემაა), მაგრამ საყოფაცხოვრებო, საკვებ, ჰიგიენურ და სხვა ყოფით რუსული წარმოების პროდუქტზე ხომ შეგვიძლია უარი ვთქვათ, მით უფრო რომ ალტერნატივა ასეთი პრუდუქტის ნამდვილად არსებობს.
——–
პირადი მაგალითი:
ჩემმა 8 წლის ანა-მარიამ რიტორიკის დეონეზე უკვე იცის რომ რუსული არ უნდა ვიყიდოთ და რაღაც რომ მოუნდება მეკითხება ,,ეს სადაურიაო”. აი გუშინ ერთად შევედით მაღაზიაში რაღაცეების საყიდლად. ანა-მარიამ მოჭიქული ხაჭო აიღო და მომიტანა სალაროსთან (რომ დავხედე რუსული წარწერა ჰქონდა, გადავამოწმე და ნამდვილად იმათურია). ვუთხარი ეს დაგვებრუნებინა და სხვა აგვეღო, მაგრამ აღმოჩნდა რომ მეორე სახეობაც რუსული იყო, ამიტომ ვთხოვე არ გვეყიდა. მიუხედავად იმისა უკვე იცის ჩვენგან რომ რუსულს არ ვყიდულობთ, ეტყობა ძალიან უნდოდა, მაინც აბუზღუნდაა, გამიბრაზდა… მაგრამ საბოლოოდ დავატოვებინე , საუბრის სახლში საუბრის გაგრძელების პერსპექტივით.
სახლში რომ მოვედით ბებოსთან „ჩამიშვა“ მამიკომ არ მიყიდაო, „რა ორი ლარი რომ გადაგვეხადა, რუსები ორ ლარად ტყვიას ხომ ვერ იყიდიანო“ დაუმატა არგუმენტად.
მისივე არგუმენტს ჩავეჭიდე ანტიაგუმენტის შესამუშავებლად
ცოტა ვაცადე და ნაწყენი სახით სადილად რომ მომიჯდა ვეცადე მარტივად ამეხსნა. შენი ორი ლარით ვერ იყიდიან-მეთქი ტყვიას. მაგრამ აბა წარმოიდგინე შენსავით რომ იფიქროს მარიამმა, თეკლიკომ, დემემ (მისი მამიდაშვილები), ლანიკომ, ნანიკომ (ჩემი დეიდაშვილები), შენმა კლასელებმა კატომ, ლილემ, ნიკოლოზმა… კიდევ სხვა ბავშვებმა… თუნდაც ორ-ორი ლარი გადაიხადონ, რამდენი გამოვა აბა დაფიქრდი და რამდენი ტყვიის ყიდვას შეძლებენ-მეთქი. აი, არ დაიჯერებთ! მომენტალურად გაიგო, ეგრევე შეეცვალა სახე და ნაწყენობის ნასახიც აღარ ეტყობოდა ისე გავაგრძელეთ დედიკოს მომზადებული სადილის „განადგურება“.
———-
რეზიუმე: ჰოდა, მესმის მარკეტებში კოდების ქექვა შეიძლება დისკომფორტია, მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ რომ უკრაინისაკენ ნასროლ თუნდაც ერთი ნაკლებ ტყვიად ნამდვილად ღირს… ან, ერთი მეტრი მავთულხლართით ნაკლებად შიდა ქართლის მიწაზე.
რიგით მოქალაქეები ფრონტზე ვერ ვიბრძვით, ამიტომ ჩვენი ბრძოლა მიმაჩნია რომ ეს შეიძლება იყოს.
ჰოდა,
მე, რომ აღარ ვიყიდი „იმათ“ ხაჭოს…
შენ, რომ აღარ იყიდი „იმათ“ მარგარინს…
ის, რომ აღარ იყიდის „იმათ“ მაიონეზს…
ჩვენ, რომ აღარ ვიყიდით „იმათ“ შოკოლადს…
თქვენ, რომ აღარ იყიდით „იმათ“ ზეთს…
და ისინიც, რომ აღარ იყიდიან „იმათ“ საპონს…
და თუ ყველა/არავინ (უმრავლესობა მაინც) აღარ ვიყიდით იმათ სხვა მრავალს!..
ხომ ხვდებით?! რომ მართლა შეიძლება ვეღარ იყიდონ თუნდაც ერთი ტანკით მეტი!
ანუ გამოვა რომ უკრაინის ომში მშვიდობიანმა ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, ფრონტზე ყოფნის გარეშე თუნდაც ერთი რუსული ტანკი გავაქრეთ!
იყიდეთ სადაურიც გინდათ, ოღონდ არა რუსული, ყველა პროდუქტის ალტერნატივა არსებობს და თუ რაიმე კონკრეტული სახეობა სხვა წარმოებისა არ არის, ბოლოს და ბოლოს ასეთი რა უნდა იყოს, რომ ვერ შეველიოთ!
———–
და ბოლოს! მაღაზიები და მოვაჭრეები სამწუხაროდ ვერ მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ აღარ შემოიტანონს რუს-წარმოების ის პროდუქტი, რომელიც ბაზარზე სხვა წარმოებისაც არსებობს, ამიტომ ვაჭრებს ვერ მოვთხოვთ ამას.
მაგრამ შეგვიძლია ვაიძულოთ!
თუ ჩვენ აღარ ვიყიდით და კონკრეტულ პროდუქტს მომხმარებელი აღარ ეყოლება მოგებაზე ორიენტირებული (ეს ჩვეულებრივი ამბავია) მარკეტი დისტრიბუციას აღარ მოსთხოვს იმ პრუდუქტის მიტანას, დისტიბუცია რომ ნახავს ვერ ასაღებს უარს იტყვის შემოტანაზე, სრულიად ბუნებრივად მოხდება ეს პროცესი!
და რაც ერთიანი სახელწმიფო ანტისაოკუპაციო პოლიტიკის არ ქონის გამო ვერ მოხდა, მოხდება ხალხის მიერ, ქვევიდან ზევით – აი ეს არის დემოკრატიის პრინციპი, როცა ხალხი, ქვევიდან ზევით ცვლის ყოფას!
პ.ს კიდევ მთავარია მოხდეს წყვეტა ყოველგვარ რუსულთან, სამოქალაქო ცნობიერების დონეზე, ყოფის ნაწილი აღარ იყოს რუსული, რუსული წარწერა, რუსული ეტიკეტი, რუსული მუსიკა (ჩაიკოვსკის რომ არ ვერჩი იმედია ყველა ხვდება), რუსული კონცერტ-გასტროლები, ქოლ-ცენტრებში რუსულენოვანი ოპერატორების სერვისი, რუსული რეკლამები მდაბიო ტურ-ოპერატორების ბანერებზე და ა.შ.
რუსულ დენს და ფქვილს ჩვენ ვერ ვხედავთ, მის წარმმავლობას ვერ აღვიქვამთ ამიტომ მენტალურ დონეზე ეს ისე სავალალო არ არის (ეკონომიკურად ცაკლე თემაა ამაზე სახელწმიფო უნდა ზრუნავდეს).
მეიმედებით!
აბა ჩვენ ვიცით!
ცნობიერების დეოკუპაციისთვის!
უკრაინისთვის!
ერთობისათვის!
რუსეთი ოკუპანტია!
გამარჯვება უკრაინას!
დიდება საქართველოს!”
კომენტარები