გიყვარს სახლის დალაგება? სადარბაზოს? ავტოფარეხის? სხვენის? რემონტის შემდგომ ფართის?
ახლა გაიფიქრებ, რატომ უნდა გიყვარდეს მტვერი – არა, მტვრის შესაგროვებლად არ ვალაგებთ, პირიქით, სისუფთავისთვის ვალაგებთ და არის ვინმე ვისაც სისუფთავე არ უყვარს? არის ვინმე, ვისაც სისუფთავე არ უყვარს და თან ამას ხმამაღლაც იტყვის?
მე სახლის სტანდარტული დალაგება არ მიყვარს, მაგრამ მიყვარს არეული, წლობით დაულაგებელი სხვენის, ავტოფარეხის დალაგება, დახარისხება, არასაჭირო ნივთების გადაყრა – შედიხარ წლობით დამტვერილ, არასაჭირო ნივთებით გამოტენილ ოთახში და გამოსვლისას, ვეღარ ცნობ, ისეთი სუფთა და მოწესრიგებულია – ეს წამი მიყვარს, მტვერსა და არეულობაზე გამარჯვების წამი.
თუ არც შენ გიყვარს სახლის სტანდარტული დალაგება დიდად? გეტყვი, რომ არსებობს 5 წესი, სახლში სისუფთავის შესანარჩუნებლად, ისე, რომ ამისათვის, დღეში სულ 30 წუთამდე დაგჭირდეს:
- მოიშორე არასაჭირო ნივთები.
- ყოველდღიურად გადაწმინდე მტვერი.
- ყოველი კვების შემდეგ დარეცხე ჭურჭელი.
- არ დაყარო ტანსაცმელი.
- საღამოს დაგეგმე – “ხუთი წუთი სისუფთავისთვის”
თუმცა, ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც არც ამ 30 წუთის გამოყოფის სურვილი აქვთ, რომლებსაც არც ეს 30 წუთი აქვთ თავისუფალი, შესაბამისად, მათ, გენერალური დალაგების გარდა, სტანდარტული დალაგებაც დასჭირდებათ.
და მაინც, მაშინაც კი, თუ შეძლებ ამ 30 წუთის გამოყოფას და სისუფთავის შენარჩუნებას, მინიმალურ დონეზე მაინც, გენერალური დალაგება, აუცილებლად დაგჭირდება. გენერალური დალაგება დამღლელი რომაა, ამაზე არ ვისაუბრებ, ეს ვიცით, დიდი დრო რომ სჭირდება, არც ესაა ახალი ამბავი, მაგრამ იცი, რა განსხვავებაა პროფესიონალურ დალაგებასა და არაპროფესიონალურ დალაგებას შორის?
ვაღიარებ, მე არ ვიცოდი, მხოლოდ დროის და ენერგიის დაზოგვა მეგონა პროფესიონალური დალაგების მომსახურების მთავარი კომფორტი.
ჩემ მეგობარს დიდი სახლი აქვს, ანტრესოლით გამოყოფილი, ერთხელ დალაგებაში ვეხმარებოდი და ორჯერ დავალაგეთ, ჯერ ქვედა სივრცე დავალაგეთ, შემდეგ, ანტრესოლის და ქვედა სივრცე ისევ დაგვემტვერა, თავიდან გახდა დასალაგებელი და შევთანხმდით, რომ არაპროფესიონალი თავის პატრონის ფეხები და ხელებია ცოდო.
იცოდი, რომ ჯერ მტვერი უნდა გადაწმინდო და მხოლოდ შემდეგ გამოიყენო მტვერსასრუტი? – თუ იცოდი, მშურს შენი და თუ არ იცოდი, ახლა შენ შეგშურდება ჩემი.
რას ვაკეთებთ ხშირად უმრავლესობა დალაგებისას არასწორად?
-
გეგმა, თუ შემთხვევითი დასუფთავება?
გაგიკვირდება და დასუფთავება, დალაგება მოითხოვს მკაფიო გეგმას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დალაგების პროცესში ქაოსს გამოიწვევ, ბევრად დიდი დრო დაგჭირდება, ბევრად მეტ ენერგიას დახარჯავ და შედეგიც, შესაძლოა, სულაც არ იყოს იდეალური.
სამი ძირითადი პრინციპი:
სივრცის დაბინძურება: პირველ რიგში, მოაშორე არასაჭირო ნივთები და შემდეგ დაიწყე ზედაპირების რეცხვა, წმენდა.
დასუფთავება ზემოდან ქვემოდან: ჯერ ჭერი, ნათურები და ფარდები, შემდეგ კი კარადები, მაგიდები, დივანები და სკამები. ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი – იატაკი.
წრიული მოძრაობა: დაალაგე ოთახი საათის ისრის მიმართულებით ან საათის ისრის საწინააღმდეგოდ, მთავარია, რომ მიმართულებას მიყვე.
-
ტილოები
არ მოიწმინდო ოთახში არსებული მტვერი იმავე ნაჭრით, რაც გამოიყენე ნიჟარის გასაწმენდად. თითოეულ მანიპულაციას უნდა ჰქონდეს საკუთარი ტილო, რომელთა ერთმანეთში შერევა, დაუშვებელია. ტილოები გარეცხე საგულდაგულოდ, შეამოწმე, მისი კიდეებიც ხომ არის სუფთა.
-
წმენდის თანმიმდევრობა
დაიმახსოვრე, სველ წმენდამდე – ქიმწმენდა უნდა ჩატარდეს, თორემ, ერთი და იგივე სამუშაოს ორჯერ გაკეთება მოგიწევს.
თუ ავეჯიდან მტვრის მოცილება გჭირდება, გააკეთე ეს მშრალი მიკროფიბერის ან შალის ქსოვილით.
მტვერსასრუტის გამოყენების შემდეგ, დაისვენე რამდენიმე წუთი, ყავა დალიე, ან ჩაი, ან საძინებლის კარადა დაალაგე, ან სარეცხი მანქანა ჩართე, მოკლედ, დაელოდე, სანამ მტვრის უმცირესი, პაწუა ნაწილაკებიც კი ჰაერიდან ისევ იატაკზე დაეცემა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე იატაკის და ზედაპირების სველი წესით წმენდა.
გახსოვდეს – ტანსაცმლის დაუთოება ან თეთრეულის გამოცვლა, რომელიც, გაგიკვირდება და თვალით უხილავ მტვერს წარმოქმნის, სჯობს სველი გაწმენდის წინ მოითავო.
-
როდის გავწმინდო მტვერსასრუტის ფილტრი და ვის როგორი მტვერსასრუსი სჭირდება?
მტვერსასრუტის ფილტრს რომ გაწმენდა სჭირდება, ხომ იცი? თუ არ გაწმენდ და გადაივსება, შეიძლება დაზიანდეს, თუ არ დაზიანდება, ხარისხიანად ვეღარ აიღებს მტვერს – პირიქით, დაამტვრიანებს ფართს.
განსაკუთრებით ხშირად უნდა გაწმინდონ მტვერსასრუტი იმათ, ვისაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ. თუ შენს შინაურ ცხოველს, წვრილი ბეწვი აქვს, გაითვალისწინეთ, რომ ყველა მტვერსასრუტს არ შეუძლია მისი მოცილება ხალიჩიდან, თუ რბილი ავეჯიდან და ეცადე, ყიდვისას, ეს გაითვალისინო.
დაიმახსოვრე – მტვერსასრუტის ფილტრი უნდა გაიწმინდოს დალაგებამდე და არა შემდეგ.
-
საწმენდი საშუალება
ავეჯის საწმენდი ხსნარი დაასხი მშრალ, სუფთა ტილოზე და მხოლოდ ასე გაწმინდე ზედაპირები, განსაკუთრებით შუშის, ხის, უჟანგავი ფოლადის ზედაპირებთან ეცადე არ დაარღვიო ეს წესი, თუ გინდა სისუფთავე და ბზინვარება შეინარჩუნოს.
ავეჯის გასაწმენდი ხსნარის ნაწილი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც წარმოქმნის თვალით უხილავ შრეს, რასაც მტვერი ეწებება. ნივთიერებით დასველებული ტილოთი გაწმენდის შემთხვევაში, ამისგან დაზღვეული ხარ. მხოლოდ ის საწმენდი საშუალებები შეგიძლია პირდაპირ დაასხურო ზედაპირებზე, რომლებსაც მითითებული აქვს ინსტრუქციაში შესხურების მეთოდი, თუმცა, ტილოს გამოყენება მაინც საუკეთესო მეთოდია.
-
კარგია ბევრი სარეცხი საშუალების გამოყენება?
საწმენდი საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ქიმიურ კომპონენტებს, მათი ჭარბად გამოიყენება, დროთა განმავლობაში აზიანებს ავეჯი და იატაკს, ამ გზით, მხოლოდ ტოქსიკურობას ზრდი სივრცეში, არ არსებობს მოდელი, რომლის მიხედვითაც, ბევრი სარეცხი საშუალების დასხმა სისუფთავეს ნიშნავს, მათი სწორად და საჭირო ოდენობით გამოყენებაა ეფექტური.
-
„ტრადიციული მეთოდები“:
ინტერნტში ისევ გირჩევენ სოდის, ლიმონის გამოყენებას ავეჯის გასაწმენად? – სინამდვილეში, მაგალითად, ლიმონის მჟავას შეუძლია გააფუჭოს ზედაპირები. ან, ვინ თქვა, რომ ეს იყო ტრადიციული მეთოდი? იქნებ, იმ დროისათვის, როცა ლიმნის წვენით წმენდნენ, არ იყო სხვა საშუალება, არ გიფიქრია ამაზე?
–ხო, მაგრამ, ლიმონი ხომ შედის ზოგ სარეცხ საშუალებაში? – გაიფიქრებ ახლა, კი, საჭირო ოდენობით, საჭირო კონცენტრაციით, მე არ ვიცი, როგორია საჭირო კონცენტრაცია, თუ ფიქრობ, რომ შენ იცი – კი, ბატონო.
-
ფერადი, ლამაზი „ცოცხები“
ალბათ, ყველას გაქვთ სახლში მტვრის საწმედი, ფუმფულა, ფერადი, საყვარელი „ცოცხები“, რომლითაც მტვრის წმენდა შესაძლოა ლამაზია სანახავად, მაგრამ სულაც არაა ეფექტური, ის მტვერს არც იღებს, არც სადმე ერთ კუთხეში აგროვებს, რომ მერე ერთად აიღო, არც თავად იკრავს მტვერს – გიფიქრია, სად მიაქვს მას მტვერი? – ხო, უბრალოდ ოთახში ფანტავს და მალე ან იგივე, ან სხვა ავეჯის ზედაპირზე აღმოჩნდება მისი გაფანტული მტვერი, ან სულაც შენ თმებში და ტანსაცმელზე.
ეს მხოლოდ ყველაზე მკაფიო და ადვილად დასანახი შეცდომებია, რასაც დალაგებისას ვუშვებთ. მეც, კი, მეც მათ შორის, არც მე ვიცი, პროფესიონალური დალაგების წესები, მაგრამ ვიცი, ნანახი მაქვს, როგორია მათი დალაგების შემდეგ ოფისი, ბინა, სადარბაზო, კერძო სახლი, სხვენი, თუ ავტოფარეხი და ეს ახლოსაც ვერ მივა ჩემს დალაგებულთან, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, რომ ბევრად ნაკლებ დროში სრულდება სამუშაო.
ცალკე უნდა გამოვყო რემონტის შემდგომი დალაგება – ეს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს, რადგან, ყველგან სამშენებლო მასალების ნაწილაკებია, ზოგი საკმაოდ მჭიდროდ მიკრული და თუ მათ პროფესიონალურად არ მოაშორებ, ფანჯრის მინების, თუ იატაკის, თუ კედლის დახაზვის და დაზიანების საფრთხე საკმაოდ დიდია, ისევე, როგორც იმის, რომ დალაგების შემდეგ, როცა მოიხედავ, ისევ დაინახო სამშენებლო მასალების ლაქები, თუ ნაწილაკები და ხელმეორედ მოგიწიოს დალაგება.
როგორ უნდა მივხვდე, რომ პროფესიონალია?
შეამოწმე როზეტები, გამოაღე ფანჯარა და შეამოწმე ქვედა მხარე, თუ კარადასა და იატაკს შორის ადგილია, ნახე, კარადის ქვედა ნაწილი, სუფთაა, თუ არა, ხელი გადაუსვი კარადების ქვედა და ზედა მხარეებს.
– ეგ დალაგების შემდეგ და მანამდე, დალაგებამდე, ვერ მივხვდები? – თუ ამასაც მკითხავ, აქაც გასწავლი ერთ წესს, ჰკითხე დალაგებამდე, რა ხსნარებით მუშაობს, აქვს თუ არა, განსხვავებული საწმენდი სითხეები ავეჯისა და იატაკისთვის, როგორ, რა გზებით გეგმავს რბილი ავეჯის ქიმწმენდას და გეგმავს, თუ არა საერთოდ?
სად ვიპოვო პროფესიონალი?
პროფესიონალი უნდა იპოვო იქ, სადაც პროფესიონალები არიან თავმოყრილნი, იმ ვებ. გვერდზე, სადაც არაერთი განცხადებაა მომსახურების სფეროდან, იქ, სადაც, კონკურენციაა, იქ, სადაც, ყველა ცდილობს, უკეთ დაალაგოს, უკეთესი ხარისხით შეასრულოს საქმე, რათა სხვა შემთხვევაში, მომხმარებელი, მეორე, მესამე განცხადების ავტორს დაუკავშირდება და გარდა იმისა, რომ შეკვეთები შეუმცირდება, ან სულაც შეუწყდება, კომენტარებსაც უსიამოვნოს დაუტოვებენ. ხო, არ დაგავიწყდეს, გაეცნო გამოხმაურებებს, ისინი, ვინც უკვე ისარგებლეს მომსახურებით, დაგაკვალიანებენ, რას უნდა ელოდოთ ამ კონკრეტული მომსახურებისგან.
მე უკვე ვიპოვე ასეთი ვებ. გვერდი – იქნები შემდეგი?
(R)
კომენტარები